Friday, October 17, 2008

პროექტის სახელი: „მცენარე – საჩუქარი ზეციდან თუ მიწიდან“
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები სტუმრობენ ახლომდებარე ბოტანიკურ ბაღს, არკვევენ მის ისტორიას. ირჩევენ სხვადასხვა მცენარეს და არკვევენ მათ ასაკს, იკვლევენ მათ წარმომავლობას და თავისებურებებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღში გამგზავრებამდე მოამზადებენ კითხვებს ინტერვიუსათვის, რომელიც შეეხება მათ მიერ შერჩეულ მცენარეს (მცენარეებს). არკვევენ რა ასაკისაა, როგორ პირობებში ხარობს, რაიმე განსაკუთრებული მოვლა ხომ არ სჭირდება, რომელი ქვეყნიდანაა ჩამოტანილი, დაახლოებით მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ასევე შეაგროვებენ მათ მიერ შერჩეული მცენარეების ფოთლებს, გადაუღებენ მცენარეებს ფოტოებს, რომ შემდეგ გაკეთდეს ალბომი. არკვევენ ბოტანიკური ბაღის ისტორიას, რამდენია მათ მიერ შერჩეული ჯიშის ხე, მონაცემთა ანალიზის გასაკეთებლად ასევე შეიძლება დიაგრამების გაკეთება.
მონაწილეთა ასკი/კლასები: 7-11 წ / III-V კლასები.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით. ინტერვიუსთვის კითხვების შედგენა, დისკუსიები, აპლიკაციის შექმნა, ხატვა, ალბომზე მუშაობა.
მოსალოდნელი შედეგები პროექტის ფარგლებში, რაც შეიძლება შეიქმნას: ბლოგის შექმნა, ალბომის შექმნა, ნამუშევრების გამოფენა, პრეზენტაცია.
სასრგებლო სხვებისთვის: ამ პროექტის საშუალებით გაეცნობიან ბოტანიკური ბაღის ისტორიას, ასვე, იქაურ ფლორას. გამოუმუშავდებათ ბუნებისადმი მეტი სიყვარული და ისწავლიან მის გაფრთხილებას.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნეთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული – შეძლებენ ინტევიუსთვის კითხვარის შექმნას და ჩაწერას, საკუთარი ნაწერის კორექტირებას.
ბუნება – გაუჩნდეს ინტერესი სამყაროს კვლევისა, აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ.
ხელოვნება – დახატავენ, გააკეთებენ აპლიკაციებს და ალბომებს.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – მოიპოვებენ ინფორმაციას უფროსების დახმარებით.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ელენე ფირცხალავა.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: elene.kolxi@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea142ea
პორექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://elene-p.blogspot.com/